Accentnews.ge
"Медуза": პუტინის გარემოცვა უკრაინის წინაშე კაპიტულაციისთვის მზადაა

"Медуза": პუტინის გარემოცვა უკრაინის წინაშე კაპიტულაციისთვის მზადაა

20/11/2022 19:11:25 მსოფლიო

უკრაინის წინააღმდეგ ომში წარუმატებლობების სერიამ, რომლის ერთგვარ კულმინაციას ხერსონის დაბრუნება წარმოადგენდა, რუსულ სახელისუფლებო "ელიტაში" ისედაც არცთუ სახარბიელო განწყობა კიდევ უფრო დაამძიმა. მართალია, კრემლში ჯერ კიდევ იმედოვნებენ, რომ რუსული ჯარი ფროტზე ვითარების გარდატეხას შეძლებს, ხოლო ენერგოშანტაჟი საბოლოო ჯამში კიევს დასავლური მხარდაჭერის გარეშე დატოვებს, მაგრამ პრეზიდენტ პუტინის უახლოეს გარემოცვაში კაპიტულაციის გადრაუვალობის გაცნობიერების ხარისხი იზრდება, - წერს გამოცემა "Медуза".

"ძლიერდება განცდა, რომ ნამდვილი ომი უკვე წავაგეთ. პუტინთან დაახლოებული ბიზნესმენები უკვე იმაზე იწყებენ ფიქრს, რა მოიმოქმედონ ამ ვითარებაში და რა ადგილი ექნებათ მათ მომავლის რუსეთში" - განუცხადა გამოცემას პრეზიდენტთან დაახლოებული ბიზნესმენების წრის წარმომადგენელმა.

მისივე თქმით, "უკრაინის ენერგოსისტემის უმაწყალო დაბომბვით, მილიონობით უკრაინელის უშუქოდ და გათბობის გარეშე დატოვებით კრემლი ქვეყანაში შიდა "აფეთქებისა" და ამ გზით პრეზიდენტ ზელენსკის ხელისუფლებიდან ჩამოშორების მიღწევას იმედოვნებს, თუმცა ამ ავანტიურის წარმატებული შედეგის რწმენა ყველაზე მაღალი რანგის ჩინოსნებსაც კი ეკარგებათ. "მათ ურავლესობას სულ უფრო მეტად მიზანშეწონილად მიაჩნია პოზიცია "არ ჩაეწერონ" სპეცოპერაციაში მთლიანად. ამგვარად, დღითიდღე იზრდება "დუმილის პარტია", რომლის წარმომადგენლები უხმოდ ასრულებენ ბრძანებებს, მაგრამ თავს არიდებენ მილიტარისტულ რიტორიკას. მთავრობისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებზე დამანგრეველი გავლენა იქონია პუტინის უკან დახევამ ე.წ. ხორბლის გარიგების საკითხშიც, კერძოდ, შეთანხმებიდან ჯერ გასვლამ, ხოლო რამდენიმე დღეში, მას შემდეგ, რაც ანკარამ ნათლად მიანიშნა რუსეთს, რომ მისი ფლოტი უკრაინული სურსათით დავირთულ გემებს საიმედოდ დაიცავდა, - პუტინის უკან დაბრუნებამ. კუთხეში მომწყვდეული პუტინი იზოლირებას განაგრძობს და ეს სულ უფრო მეტად აშფოთებთ მაღალჩინოსნებს, რომლებიც უმაღლესი სარდლობის "სრულ ჩაკეტილობას" უჩივიან" - წერს გამოცემა.

"ჩვენ არაფერში გვახედებენ, ბევრ რამეს სატელევიზიო სიახლეებიდან ვიგებთ. ისეთი შთაბეჭდილება იქნება, რომ რუსეთი მუდივად დათობებზე მიდის და ამას ვიმალავენ", — განუცხადა "Медуза"-ს პუტინის გარემოცვის კიდევ ერთმა წარმომადგენელმა.

Bloomberg-ი კი კრემლელ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთის ეკონომიკური და ბიზნეს-ელიტის წევრთა უმრავლესობა უკრაინის წინააღმდეგ ომს ტრაგიკულ შეცდომად მიიჩნევს და ომის მე-9 თვის მიწურულს ეს აზრი სულ უფრო ღრმავდება.

"მთავრობის შიგნითაც კი ბევრი ომის გაგრძელების წინააღმდეგია, თუმცა იმდენად არიან შეშინებულები, რომ ამას ხმამაღლა ვერ ამბობენ. ოლიგარქები კი პოლიტიკურ ველს ჩამოსცილდნენ, რათა მათმა ქარხნებმა მუშაობა განაგრძონ", - ყვება სააგენტოს კრემლელი წყარო.

"Медуза"-სა და Bloomberg-ის რესპონდენტები თანხმდებიან იმაში, რომ "ელიტა" პუტინის ჩამოსაგდებად ჯერ მზად არ არის, თუმცა ყველას ერთი რამ სურს - "ეს ყველაფერი რაც შეიძლება, სწრაფად დასრულდეს".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S