
ზუგდიდში ორი მამაკაცის ცხედარი იპოვეს
19/11/2022 12:00:16 საზოგადოება
ზუგდიდში, თბილისის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში ორი მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
მეზობლების ცნობით, შუახნის მამაკაცებს სახლი ნაქირავები ჰქონდათ. ვარაუდობენ, რომ მათი გარდაცვალების მიზეზი ინტოქოსიკაცია გახდა, რადგან ბოტანიკურ ბაღში დაკრეფილი სოკო ჭამეს.
მომხდარზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ცხედრები ექსპერტიზაზეა გადასვენებული.