Accentnews.ge
ეტლით მოფარიკავე ნინა თიბილაშვილმა მსოფლიო თასზე ოქროს მედალი მოიპოვა

ეტლით მოფარიკავე ნინა თიბილაშვილმა მსოფლიო თასზე ოქროს მედალი მოიპოვა

18/11/2022 19:00:24 საზოგადოება

უნგრეთში მიმდინარე მსოფლიო თასზე ქართველმა ეტლით მოფარიკავე ნინო თიბილაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა.

ხმლით ფარიკაობის ნახევარფინალში მან უნგრელი ევა ჰაიმასი 15 :11 დაამარცხა, ფინალში კი უკრაინელ ევგენია ბრეუსს 15:14 სძლია და საქართველოს ნაკრებს ტურნირზე პირველი უმაღლესი სინჯის მედალი მოუტანა.

საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა გუნდი უნგრეთის მსოფლიო თასის გათამაშებაზე ასპარეზობას განაგრძობს.

ხვალ ირმა ხეცურიანი, ნინა თიბილაშვილი და გვანცა ზადიშვილი მედლების მოპოვებას რაპირით შეჯიბრებაში შეეცდებიან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S