Accentnews.ge
მაიკ პომპეო რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტ ილარიონს შეხვდება

მაიკ პომპეო რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტ ილარიონს შეხვდება

22/10/2019 08:14:49 სხვა, მსოფლიო

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო დღეს  რუსეთის საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელს ილარიონ ალფეევს შეხვდება.  

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ პომპეოსა და რუსი მიტროპოლიტის მოლაპარაკებები ვაშინგტონში გაიმართება და იგი პრესისთვის დახურული იქნება. 

ცნობისთვის: 2 ოქტომბერს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ აშშ-ის ზეწოლას ახდენს ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის მართლმადიდებელ ეკლესიებზე, რათა მათ უკრაინის ავტოკეფალური ეკლესია აღიარონ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S