მედია– ევროკავშირის მიერ გაყინული რუსული აქტივების საერთო ღირებულება 68 მილიარდი ევროა
18/11/2022 16:45:12 მსოფლიო
ევროკავშირის მიერ გაყინული რუსული აქტივების საერთო ღირებულება 68 მილიარდი ევროა, - ამის შესახებ ინფორმაციას Politico ევროკომისიის შიდა დოკუმენტზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ გაყინული აქტივების ყველაზე დიდი ნაწილი 50 მლრდ ევრო ბელგიაშია განთავსებული, მეორე ადგილზე კი ლუქსემბურგია, სადაც 5,5 მლრდ ევროს რუსული აქტივებია გაყინული.
ლუქსემბურგს მოსდევს იტალია, გერმანია, ირლანდია, ავსტრია, საფრანგეთი.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ აშშ-მა, ევროკავშირმა და ზოგმა სხვა ქვეყანამ სანქციები დაუწესეს და აქტივები გაუყინეს რუსეთს და რუს ოლიგარქებს.


