Accentnews.ge
შმიგალი: "უკრაინის ენერგეტიკული სისტემის თითქმის ნახევარი გათიშულია"

შმიგალი: "უკრაინის ენერგეტიკული სისტემის თითქმის ნახევარი გათიშულია"

18/11/2022 16:20:23 მსოფლიო

უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალის განცხადებით, ქვეყნის ენერგეტიკული სისტემის თითქმის ნახევარი გათიშულია.

მისი თქმით, ქვეყნის ენერგეტიკული ინფრსტრქტურის თითქმის ნახევარს შეკეთება სჭირდება.

მან ეროპელ მოკავშირეებს მხარდაჭერისთვის მიმართა.

როგორც მან აღნიშნა, რუსული საჰაერო თავდასხმის გამო ელექტროენერგიის მიწოდება მილინობით უკრაინელს შეუწყდა.

"მხოლოდ 15 ნოემბერს რუსეთმა 100-მდე რაკეტა გაუშვა უკრაინის ქალაქების მიმართულებით. ჩვენი ენერგეტიკული სისტემის თითქმის ნახევარი გამორთულია", - განაცხადა დენის შმიგალმა.

ცნობისთვის: 17 ნოემბერს რუსეთის მორიგმა სარაკეტო შეტევამ უკრაინის ქალაქებზე მილიონობით ადამიანი ელექტრო ენერგიის გარეშე დატოვა. შეფერხდა წყლის მიწოდებაც. როგორც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, "ამჟამად 10 მილიონზე მეტი უკრაინელი ელექტროენერგიის გარეშეა". მისი თქმით, ყველაზე მეტად დაზარალდნენ ოდესის, ვინიცის, სუმისა და კიევის რეგიონები.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S