Accentnews.ge
აშშ–მ ევროკავშირისა და უკრაინის ლიდერებს მოუწოდა, ფრთხილად ისაუბრონ პოლონეთში რაკეტის აფეთქების თაობაზე – მედია

აშშ–მ ევროკავშირისა და უკრაინის ლიდერებს მოუწოდა, ფრთხილად ისაუბრონ პოლონეთში რაკეტის აფეთქების თაობაზე – მედია

18/11/2022 11:04:08 მსოფლიო

ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა მოკავშირეებს და კიევს სთხოვეს, მეტი სიფრთხილე გამოიჩინონ პოლონეთში რაკეტის აფეთქების მიზეზებთან დაკავშირებით საუბრისას,– ამის შესახებ Politico ორ დასავლელ და ერთ ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერს.

გამოცემა წერს, რომ აშშ-მა რეკომენდაცია გასცა, ზოგადად, თავი შეიკავონ განცხადებებისგან და დაელოდონ გამოძიების დასრულებას.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, აშშ რამდენჯერმე დაუკავშირდა თავის მოკავშირეებს ბოლო ორი დღის განმავლობაში რამდენიმე ურთიერთსაწინააღმდეგო პრეტენზიის შემდეგ, თუ ვისი რაკეტა აფეთქდა პოლონეთში. აშშ-ის ოფიციალური პირები მოკავშირეებს ეუბნებიან, რომ ვაშინგტონს სჯერა, რომ რაკეტა დამზადებულია რუსეთში, მაგრამ გასროლილი იყო უკრაინის მიერ, – ამბობს Politico-ს ორი წყარო. იგივე პოზიციას იზიარებს აშშ-ის დაზვერვაც, – აღნიშნავენ გამოცემის თანამოსაუბრეები. დაზვერვის თანახმად, შორი დისტანციის საზენიტო რაკეტა უკრაინის კუთვნილი S-300 სისტემიდან იყო გასროლილი.

პოლონეთში აფეთქების შესახებ ინფორმაციის გავრცელებიდან მალევე, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რაკეტები რუსეთმა გაისროლა და ნატოს რეაგირებისკენ მოუწოდა. თუმცა, მეორე დღეს ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბენგმა განაცხადა, რომ გამოძიების წინასწარი შედეგების მიხედვით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის რაკეტები ჩამოვარდა პოლონეთის ტერიტორიაზე. იგივე განაცხადეს აშშ–ისა და პოლონეთის პრეზიდენტებმაც. საერთო პოზიციაა, რომ ვისაც არ უნდა ეკუთვნოდეს რაკეტა, ამ აფეთქებაზე პასუხისმგებელია რუსეთი, რადგან ის ახორციელებს უკრაინაზე სარაკეტო იერიშს, ხოლო უკრაინას თავდაცვის უფლება აქვს და რომ არა ომი, ეს ინციდენტი არ მოხდებოდა.

17 ნოემბერს ზელენსკიმ აღნიშნა, რომ 100%-ით არ იცის, რა მოხდა, მაგრამ კიევი დანამდვილებით ვერ იტყვის, რომ აფეთქება უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალების მუშაობის შედეგი იყო. 17 ნოემბერს უკრაინის მოთხოვნის შესაბამისად, უკრაინელი ექსპერტები დაუშვეს შემთხვევის ადგილზე.

რაკეტის წარმოშობის შესახებ განცხადებებში სხვაობა პირველი მთავარი აზრთა სხვადასხვაობაა ვაშინგტონსა და კიევს შორის, – აღნიშნას Politico და „დასძენს, მანამდე, ომის თითქმის მთელი ცხრა თვის განმავლობაში, ქვეყნები ძირითადად კოორდინირებულად მოქმედებდნენ. დროთა განმავლობაში, ომის გაგრძელებასთან ერთად, ასეთი უთანხმოება შეიძლება, გაიზარდოს და მოსკოვს შეუძლია, ისარგებლოს ამით“.

15 ნოემბერს რუსეთმა უკრაინის ქალაქების მასობრივი დაბომბვა დაიწყო. დღის ბოლოს უკრაინის საზღვრიდან 8 კმ-ში მდებარე პოლონურ სოფელ პრჟევოდოვში რაკეტების ჩამოვარდნის შესახებ გახდა ცნობილი, რასაც ორი ადამიანი ემსხვერპლა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S