ჩრდილოეთ კორეის მიერ გამოცდილ რაკეტას აშშ–ის ტერიტორიამდე მიღწევის შესაძლებლობა აქვს – ტოკიო
18/11/2022 10:11:11 მსოფლიო
დღეს ჩრდილოეთ კორეის მიერ სავარაუდოდ, კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტის გაშვების შესახებ გახდა ცნობილი, რომელიც იაპონიის ტერიტორიიდან დაახლოებით, 200 კილომეტრში დაეცა.
ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ იაპონიის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ გაშვებულ რაკეტას საკმარისი დიაპაზონი აქვს იმისთვის, რომ შეერთებული შტატების ტერიტორიას მისწვდეს.
ტოკიოს გარდა, ჩრდილოეთ კორეის ახალი გამოცდის შესახებ იუწყება სამხრეთ კორეის ხელისუფლებაც. ერთი დღით ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩრდილოეთ კორეამ გამოსცადა უფრო მოკლე რადიუსის ბალისტიკური რაკეტა "მკაცრი სამხედრო პასუხის" შესახებ გამაფრთხილებლად აშშ-ის მცდელობებზე, გაზარდოს უსაფრთხოების მიმართულებით ჩართულობა რეგიონში მის მოკავშირეებთან.
ფხენიანი იმუქრებოდა, რომ ვაშინგტონი „მიდის ავანტურაზე, რომელსაც ინანიებს“.
ჩრდილოეთ კორეამ წელს მსგავსი გამოცდების რეკორდული რაოდენობა ჩაატარა. ამასთან, მან ახლახან გაისროლა ასობით საარტილერიო ჭურვი ზღვაში, როდესაც აშშ და სამხრეთ კორეა წვრთნებს ატარებდნენ. იაპონიამ მონაწილეობა მიიღო ზოგიერთ ერთობლივ მანევრში.


