Accentnews.ge
ინდოეთი უკრაინის ენერგეტიკულ სექტორს დაეხმარება - უკრაინელი მინისტრი

ინდოეთი უკრაინის ენერგეტიკულ სექტორს დაეხმარება - უკრაინელი მინისტრი

18/11/2022 09:34:49 მსოფლიო

ინდოეთი უკრაინის ენერგეტიკულ სექტორს დაეხმარება,– განაცხადა უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა გერმან გალუშჩენკომ მას შემდეგ, რაც უკრაინაში ინდოეთის ელჩს შეხვდა.

როგორც იუწყებიან, შეხვედრაზე მხარეებმა უკრაინაში შექმნილი მძიმე ენერგეტიკული მდგომარეობა განიხილეს.

უკრაინელმა მინისტრმა აღნიშნა, რომ ქვეყნის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა რუსი ოკუპანტების მუდმივი თავდასხმის ქვეშაა, რის გამოც მილიონობით უკრაინელი ელექტროენერგიის გარეშეა მიუხედავად იმისა, რომ ენერგეტიკული კომპანიები მაქსიმუმს აკეთებენ, რათა ელექტრომომარაგება აღადგინონ.

"ზამთრამდე ძალიან ცოტა დრო დარჩა და ჩვენთვის აუცილებელია, რაც შეიძლება სწრაფად აღვადგინოთ ელექტროენერგიის მიწოდება. სიტყვა "სასწრაფოდ" ძალიან სუსტი ნათქვამია, რათა აღვწეროთ რამდენად სწრაფად უნდა გავაკეთოთ ეს", - თქვა მინისტრმა.

შეხვედრაზე ელჩმა აღნიშნა, რომ ინდოეთი სრულად უჭერს მხარს უკრაინას და მზადაა, საჭირო დახმარება აღმოუჩინოს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S