Accentnews.ge
მედია – ისრაელი დათანხმდა, დააფინანსოს უკრაინის სამხედრო ოპერაციებისთვის აუცილებელი "სტრატეგიული მასალები"

მედია – ისრაელი დათანხმდა, დააფინანსოს უკრაინის სამხედრო ოპერაციებისთვის აუცილებელი "სტრატეგიული მასალები"

18/11/2022 08:20:23 მსოფლიო

ისრაელი დათანხმდა დააფინანსოს უკრაინის სამხედრო ოპერაციებისთვის ათეულობით მილიონი დოლარის ღირებულების აუცილებელი სტრატეგიული მასალები,– იუწყება Haaretz დიპლომატიური წყაროებზე დაყრდნობით.

მისი ცნობით, "აღნიშნული გადაწყვეტილება ისრაელმა მას შემდეგ მიიღო, რაც ბაიდენის ადმინისტრაციამ ისრაელს კიევისთვის დახმარების გაფორმება მოსთხოვა":

გარდა ამისა, Haaretz-ის ინფორმაციით, ისრაელის თავდაცვის სამინისტრო დათანხმდა, რომ NATO-ს წევრებს, როგორიცაა გაერთიანებული სამეფო, შეეძლოთ უკრაინას მიაწოდონ იარაღის სისტემები, რომლებიც შეიცავს ისრაელში დამზადებულ კომპონენტებს, როგორიცაა ელექტრო-ოპტიკური და ცეცხლის მართვის სისტემები.

Haaretz იუწყება, რომ ისრაელის პრემიერ–მინისტრმა იაირ ლაპიდმა და თავდაცვის მინისტრმა ბენი განციმ გადაწყვეტილება უკვე დაამტკიცეს. ლაპიდის ოფისმა და თავდაცვის სამინისტრომ Haaretz–ს კომენტარის გაკეთებაზე უარი განუცხადეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S