უკრაინის გენშტაბი – "ვაგნერმა" სამრეწველო საწარმოებიდან მუშების დაქირავება დაიწყო
18/11/2022 07:32:18 მსოფლიო
უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, სამხედრო დაჯგუფება "ვაგნერმა", რომელიც უკრაინის წინააღმდეგ ომში აქტიურადაა ჩართული, რუსეთის ბელგოროდის რეგიონში არსებული სამრეწველო საწარმოებიდან მუშების დაქირავება დაიწყო.
გენშტაბის ცნობით, ოსკოლის ელექტრომეტალურგიული ქარხნის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით სამხედრო ასაკის თანამშრომლები "ვაგნერის" ბაზაზე ანაზღაურებად წვრთნებში 30 დღის განმავლობაში ჩაერთვებიან. წვრთნების დასრულების შემდეგ, კი მონაწილეებს მოეთხოვებათ, რომ ხელი მოაწერონ კონტრაქტს კერძო სამხედრო კამპანიასთან.
რამდენიმე კვირის წინ ბრიტანეთის დაზვერვის სამსახური "ვაგნერის" დაჯგუფების მიერ მძიმე დაავადებების მქონე რუსი პატიმრების დაქირავების თაობაზე იუწყებოდა.


