Accentnews.ge
აშშ–ის ყველაზე მოწინავე ავიამზიდი USS Gerald R. Ford ევროპის წყლებში შევიდა

აშშ–ის ყველაზე მოწინავე ავიამზიდი USS Gerald R. Ford ევროპის წყლებში შევიდა

18/11/2022 06:54:56 მსოფლიო

შეერთებული შტატების უახლესი და ყველაზე მოწინავე ავიამზიდი USS Gerald R. Ford ევროპის წყლებში შევიდა.

ნატო–ს ინფორმაციით, მიზანი მოკავშირეებთან ერთად ღია ზღვაში პატრულირებაა.

USS Gerald R. Ford-ს თან ახლავს დანიის, გერმანიის, საფრანგეთისა და ნიდერლანდების ხომალდები.

USS Gerald R. Ford აღჭურვილია სრულიად ახალი ტექნოლოგიით და ახალი დიზაინის საფრენი გემბანით. ატომური ავიამზიდის ახალ ტექნოლოგიებს შორისაა სრულიად ახალი სარადარო სისტემა საფრთხის აღმოსაჩენად და ელექტრომაგნიტური თვითმფრინავის გაშვების სისტემა (EMALS), რომელიც გემიდან თვითმფრინავის კატაპულტირებისთვის გამოიყენება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S