Accentnews.ge
რუსეთის საგარეო – ჰააგის განაჩენზე: „შევისწავლით ამ გადაწყვეტილებას“

რუსეთის საგარეო – ჰააგის განაჩენზე: „შევისწავლით ამ გადაწყვეტილებას“

17/11/2022 18:33:08 მსოფლიო

მოსკოვი ჯერ არ არის მზად, კომენტარი გააკეთოს ნიდერლანდების სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომელმაც რუსეთის მოქალაქეები იგორ გირკინი, სერგეი დუბინსკი და უკრაინის მოქალაქე ლეონიდ ხარჩენკო დამნაშავედ ცნეს MH17-ის კატასტროფასა და 298 ადამიანის დაღუპვაში.

„ახლა მხოლოდ ის შემიძლია, ვთქვა, რომ ამ გადაწყვეტილებას შევისწავლით, რადგან ამ საკითხში ყველა ნიუანსს აქვს მნიშვნელობა. სამართლებრივი დოკუმენტის შესწავლის შემდეგ, შესაძლოა, ჩვენ მზად ვიყოთ მასზე კომენტარის გასაკეთებლად“, - თქვა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ივან ნეჩაევმა.

2014 წლის 17 ივლისს „ბოინგი“ (რეისი MH17) ამსტერდამიდან კუალა-ლუმპურში მიფრინავდა, როცა მან დონბასში განიცადა კატასტროფა. დაიღუპა თვითმფრინავში მყოფი 298-ვე ადამიანი - ათი სახელმწიფოს მოქალაქეები. მათი უმრავლესობა ნიდერლანდელები იყვნენ.

ავიაკატასტროფამდე რამდენიმე თვით ადრე რუსეთმა უკრაინის კუთვნილი ყირიმის ანექსია მოახდინა და გააძლიერა აღმოსავლეთ უკრაინელი სეპარატისტების დახმარება.

17 ნოემბერს ჰააგის სასამართლომ 2014 წლის ივლისში მალაიზიური ბოინგის ჩამოვარდნაში მონაწილეობისთვის დამნაშავედ ცნო რუსეთის ორი და უკრაინის ერთი მოქალაქე: იგორ გირკინი (სტრელკოვი), სერგეი დუბინსკი და უკრაინის მოქალაქე ლეონიდ ხარჩენკო.

საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფის თანახმად, MH-17 ჩამოაგდეს რაკეტით, რომელიც რუსეთის კონტროლქვეშ მყოფმა სეპარატისტებმა ისროლეს.

17 ნოემბერს სასამართლომ განაცხადა, რომ გირკინმა, დუბინსკიმ და ხარჩენკომ მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს მარშრუტის კოორდინაციაში, „Бук-ის" ტრანსპორტირებასა და დაცვაში. ამავდროულად, სასამართლო დაეთანხმა გამოძიების დასკვნებს, რომ რაკეტის გაშვებაში პირადად არცერთ მსჯავრდადებულს არ მიუღია მონაწილეობა.

ამასტან სასამართლომ გაამართლა რუსეთის მოქალაქე, ბრალდებული ოლეგ პულატოვი, რომელიც 2014 წლის ზაფხულში რუსეთის საჰაერო სადესანტო ძალების რეზერვის პოდპოლკოვნიკი იყო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S