Accentnews.ge
ერდოღანმა რუსეთისა და აშშ-ის წარმომადგენლებს შორის ანკარაში გამართული შეხვედრის შედეგზე ისაუბრა

ერდოღანმა რუსეთისა და აშშ-ის წარმომადგენლებს შორის ანკარაში გამართული შეხვედრის შედეგზე ისაუბრა

17/11/2022 14:27:28 მსოფლიო

თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, მიმდინარე კვირის დასაწყისში ანკარაში რუსეთისა და აშშ-ის წარმომადგენლებს შორის გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, მას აცნობეს, რომ ბირთვულ იარაღს არც ერთი მხარე არ გამოიყენებს,– იუწყება „როიტერი“ .

„დიდი ოცეულის“ სამიტიდან თურქეთში დაბრუნებისას ერდოღანმა აღნიშნა, რომ რუსეთსა და აშშ-ის შორის შეხვედრები ხშირად უნდა გაიმართოს, რათა ახალი მსოფლიო ომი თავიდან იქნას აცილებული.

ორშაბათს, ანკარაში აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი უილიამ ბერნსი რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელს სერგეი ნარიშკინს შეხვდა. იყო ვარაუდი, რომ მხარეებმა რუსეთის ბირთვულ შანტაჟზე ისაუბრეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S