Accentnews.ge
რამზან კადიროვი სამხედრო რეზერვში გაწევრიანებისკენ ქალებსაც მოუწოდებს

რამზან კადიროვი სამხედრო რეზერვში გაწევრიანებისკენ ქალებსაც მოუწოდებს

17/11/2022 12:34:16 მსოფლიო

ჩეჩნეთის ხელისუფლება გეგმავს სამხედრო რეზერვის შექმნას, რომელში გაწევრიანების მსურველებსაც საშუალება ექნებათ გაიარონ მომზადება და ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში მუშაობა დაიწყონ სამხედრო სტრუქტურებში. რეზერვში გაწევრიანება შეეძლებათ არა მხოლოდ მამაკაცებს, არამედ ქალებსაც, რომლებსაც ჩეჩნეთის ხელისუფლება ანაზღაურების სახით ყოველთვიურად 20 000 რუსულ რუბლს ჰპირდება. „კავკაზ.რეალიის“ ცნობით, ამის შესახებ სამართალდამცველი სტრუქტურების ხელმძღვანელთან ერთ-ერთ ბოლო თათბირზე ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა განაცხადა.

კადიროვი განმარტავს, რომ რეზერვის შექმნა მთავრობას "საშუალებას მისცემს, საჭიროების შემთხვევაში, სწრაფად შეავსოს უსაფრთხოების ძალების რიგები გაწვრთნილი და მომზადებული მებრძოლებით." ხოლო ამ საქმიანობაზე პასუხისმგებელი იქნება შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფის მეთაურები და რაიონული განყოფილებების ხელმძღვანელები.

„შტატები ამჟამად მთლიანად არის დაკომპლექტებული, მაგრამ სამომავლოდ დაე იყოს რეზერვი. ყველა უნდა იყოს მზად. არ აქვს მნიშვნელობა, ისინი სწრაფი რეაგირების ჯგუფში ირიცხებიან, თუ სადმე სხვაგან. კაცები, ქალები - ყველა უნდა გავიწვიოთ და დავპირდეთ, რომ მოვაწყობთ სამსახურში, როგორც კი შტატი გათავისუფლდება. დასაწყისისთვის 20 ათას რუბლს გადავუხდით. წვრთნებზე ივლიან ყოველ კვირას და თუ მოისურვებენ, სტრუქტურებში გავგზავნით სამუშაოდ “, - განაცხადა რამზან კადიროვმა.

გარდა ამისა, ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა მოუწოდა რესეპუბლიკაში მოქმედი სუფისტური ორგანიზაციების ლიდერებს, რომ შექმნან საკუთარი ბატალიონები, რომლებიც მზად იქნებიან საომრად უკრაინაში გასამგზავრებლად.

ჩეჩნეთის ლიდერი აქტიურად უჭერს მხარს უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომს. რამზან კადიროვის ინიციატივით ქალაქ გუდერმესში მდებარე სპეცდანიშნულების უნივერსიტეტის ბაზაზე სპეციალურ მომზადებას გადიან რუსეთის სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული თუ საკუთრივ ჩეჩნეთში მობილიზებული მოხალისეები, რომლებიც შემდეგ უკვე უკრაინაში იგზავნებიან საბრძოლო დავალების შესასრულებლად.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S