Accentnews.ge
თურქეთის კლინიკაში გარდაცვლილი გორელი მოზარდის დედა: დაგვიკავშირდნენ მთავრობიდან, ჩვენ აღარ გვჭირდება აღარაფრის გადახდა

თურქეთის კლინიკაში გარდაცვლილი გორელი მოზარდის დედა: დაგვიკავშირდნენ მთავრობიდან, ჩვენ აღარ გვჭირდება აღარაფრის გადახდა

17/11/2022 09:27:10 საზოგადოება

თურქეთის კლინიკაში გარდაცვლილი გორელი მოზარდის დედის რუსუდან ხუციშვილის განცხადებით, ოჯახს შვილის ცხედრის საქართველოში გადმოსასვენებლად თანხის შეგროვება აღარ უწევს და მას ამაში საქართველოს მთავრობა დაეხმარება.

"ხალხო, ყველას დიდი მადლობა თანადგომისთვის, აღარ დარიცხოთ ხალხო, მადლობა პრემიერს და მადლობა ელჩს, მადლობა ჯანდაცვას, საკონსულოს - ყველას უღრმესი მადლობა, თითოეულ ადამიანს, უფალი იყოს თქვენი მფარველი" - წერს გარდაცვლილი მოზარდის დედა.

აღნიშნულზე ინფორმაციას ავრცელებს ოჯახის ახლობელი სოფო ჩიკვილაძეც: "მეგობრებო, დაგვიკავშირდა საქართველოს ელჩი თურქეთში, ბატონი გიორგი ჯანჯღავა. პრემიერ-მინისტრმა იცის უკვე ყველაფერი. მაქსიმალურს აკეთებენ რომ დროულად გადმოვასვენოთ მარიამი საქართველოში. გვითხრა, რომ აღარაა საჭირო თანხის მოგროვება და ჩვენ არ გვჭირდება აღარაფრის გადახდა. ყველას ვეებერთელა მადლობა თანადგომისთვის, უფალი თქვენსკენ, უფალი ჩვენსკენ".

შეგახსენებთ, რომ გორელი მოზარდი 1 თვიანი მკურნალობის შემდეგ, თურქეთის კლინიკა Medistate Hospital-ში გარდაიცვალა. ოჯახს კლინიკის დავალიანება 44 000 დოლარი ჰქონდა გადასახდელი და ვიდრე თანხას არ დაფარავენ საავადმყოფო მოზარდის გადმოსვენების უფლებას არ აძლევდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S