Accentnews.ge
აშშ–მა სამხედროების ნაწილის სირიაში დატოვების გადაწყვეტილება მიიღო

აშშ–მა სამხედროების ნაწილის სირიაში დატოვების გადაწყვეტილება მიიღო

22/10/2019 05:24:01 სხვა, მსოფლიო

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ სირიიდან ყველა ჯარისკაცის არ გაიყვანს,- ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

როგორც ტრამპმა განმარტა, შეიარაღებული ძალების გარკვეული ნაწილი ქვეყანაში ნავთობის საბადოების დასაცავად, ნაწილი კი იორდანიისა და ისრაელის საზღვართან ახლოს დარჩება.

9 ოქტომბერს თურქეთმა სირიაში სამხედრო ოპერაცია „მშვიდობის წყარო“ დაიწყო. ოპერაციის დაწყებამდე შეერთებულმა შტატებმა სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილიდან ჯარის გაყვანა დაიწყო. ვაშინგტონში ტრამპის ეს გადაწყვეტილება „თურქეთისთვის მწვანე შუქის ანთებად“ და ქურთი მოკავშირეების ღალატად შეაფასეს. აშშ–სთან მოლაპარაკებების შემდეგ ოპერაცია დროებით შეწყდა. დღეს ერდოღანი რუსეთის პრეზიდენტს შეხვდება.   

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S