Accentnews.ge
რუსეთი უკრაინაში ენერგოინფრასტუქტურაზე იერიშს აგრძელებს

რუსეთი უკრაინაში ენერგოინფრასტუქტურაზე იერიშს აგრძელებს

17/11/2022 08:13:51 მსოფლიო

რუსეთი უკრაინაში ენერგოინფრასტუქტურაზე იერიშს აგრძელებს.

უკრაინის ოფიციალური პირების განცხადებით, დღეს დაიბომბა ინფრასტუქტურის ობიექტები დნიპროსა და ოდესაში.

"რუსმა ტერორისტებმა ახლახან დაბომბეს ქალაქი დნიპრო. ორ ინფრასტრუქტურულ ობიექტს რამდენიმე დარტყმა მიაყენეს", – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილე კირილო ტიმოშენკო.თავის მხრივ, ოდესის რეგიონალური ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაქსიმ მარჩენკო აღნიშნავს, რომ "რუსეთმა დღეს რეგიონულ ინფრასტრუქტურულ ობიექტზე იერიში მიიტანა".

შეგახსენებთ, რომ რუსეთი უკრაინაში კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებს 10 ოქტომბრის შემდეგ აქტიურად ბომბავს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S