Accentnews.ge
CIA-ს ხელმძღვანელი პოლონეთის პრეზიდენტს შეხვდა

CIA-ს ხელმძღვანელი პოლონეთის პრეზიდენტს შეხვდა

17/11/2022 06:49:40 მსოფლიო

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორი უილიამ ბერნსი პოლონეთის პრეზიდენტ ანდჟეი დუდას ოთხშაბათს საღამოს ვარშავაში შეხვდა.

პოლონეთის ეროვნული უსაფრთხოების ბიუროს ხელმძღვანელის იაცეკ სიევიერის თქმით, საუბარი "ეხებოდა უსაფრთხოების ზოგად მდგომარეობას".

"საღამოს პრეზიდენტი ანჟეი დუდა ესაუბრა CIA-ს ხელმძღვანელს უილიამ ბერნსს, რომელიც ვარშავაში, ანკარასა და კიევში ვიზიტის შემდეგ იმყოფება. საუბარი შეეხო უსაფრთხოების ზოგად მდგომარეობას, გამოიკვეთა ბოლო მოვლენების კონტექსტი. ბევრი სამუშაოა დღეს PL-US ხაზზე", - განაცხადა მან.

ცნობისთვის: 15 ნოემბერს პოლონეთის ტერიტორიაზე რაკეტა ჩამოვარდა, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

პოლონეთის ხელისუფლება ჯერ-ჯერობით დანამდვილებით ვერ ამბობს, ვინ ისროლა რაკეტა.

16 ნოემბერს პოლონეთის პრეზიდენტმა, ნატო–ს გენმდივანმა და აშშ–ის თავდაცვის მინისტრმა განაცხადეს, რომ "წინასწარი მონაცემებით, პოლონეთში ჩამოვარდნილი რაკეტა სავარაუდოდ, უკრაინამ რუსული იერიშის მოსაგერიებლად გაისროლა". მათი თქმით, "მომხდარზე საბოლოო პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთს".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S