ბაიდენი პოლონეთში რაკეტის აფეთქების თაობაზე ზელენსკის განცხადებას ეხმიანება: "ეს არ არის მტკიცებულება"
17/11/2022 06:45:28 მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას პოლონეთში რაკეტის აფეთქების თაობაზე ეხმიანება.
"ეს არ არის მტკიცებულება", - განუცხადა ბაიდენმა ჟურნალისტებს თეთრ სახლში.
გუშინ ზელენსკის აღნიშნა, რომ რაკეტა, რომელიც პოლონეთში ჩამოვარდა, არ იყო უკრაინული.
"ეჭვი არ მეპარება, რომ ეს არ იყო ჩვენი რაკეტა" - განაცხადა მან.
ცნობისთვის: 15 ნოემბერს პოლონეთის ტერიტორიაზე რაკეტა ჩამოვარდა, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
პოლონეთის ხელისუფლება ჯერ-ჯერობით დანამდვილებით ვერ ამბობს, ვინ ისროლა რაკეტა.
16 ნოემბერს პოლონეთის პრეზიდენტმა, ნატო–ს გენმდივანმა და აშშ–ის თავდაცვის მინისტრმა განაცხადეს, რომ "წინასწარი მონაცემებით, პოლონეთში ჩამოვარდნილი რაკეტა სავარაუდოდ, უკრაინამ რუსული იერიშის მოსაგერიებლად გაისროლა". მათი თქმით, "მომხდარზე საბოლოო პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთს".


