Accentnews.ge
მოსკოვის აეროპორტებმა პირველად შემოიღეს უსაფრთხოების მაქსიმალური დონე

მოსკოვის აეროპორტებმა პირველად შემოიღეს უსაფრთხოების მაქსიმალური დონე

17/11/2022 06:44:35 მსოფლიო

მოსკოვის აეროპორტებში შემოიღეს უსაფრთხოების მაქსიმალური, მესამე დონე, რაც გულისხმობს ობიექტზე პირდაპირი საფრთხის არსებობას, კერძოდ, ტერორისტული თავდასხმების განხორციელებას. ამის შესახებ გამოცემა РБК დომოდედოვოს აეროპორტის პრესსამსახურზე დაყრდნობით იტყობინება. აღნიშნულია, რომ მსგავსი უსაფრთხოების რეჟიმი დედაქალაქის აეროპორტებში პირველად შემოდის.

არაერთი სხვა მედიასაშუალება ამტკიცებს, რომ მსგავსი ზომები სანქტ-პეტერბურგის პულკოვოს აეროპორტშიც იქნა მიღებული. იუწყებიან, რომ შესასვლელში დამატებითი შემოწმება მიმდინარეობს.

ოქტომბერში კრემლის ლიდერმა ვლადიმირ პუტინმა რუსეთის რიგ რეგიონებში, მათ შორის მოსკოვში, ე.წ. "მზადყოფნის საბაზისო დონე" შემოიღო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის, კავშირგაბმულობის, ენერგეტიკული ობიექტების ექსპლუატაციის სპეციალურ რეჟიმში გადასვლის მომზადებას, მაცხოვრებლების დროებითი განსახლების შესაძლებლობას, შემოსვლისა და გასვლის სპეციალური რეჟიმის შემოღებას, ტერიტორიაზე გადაადგილების შეზღუდვას, სატრანსპორტო საშუალებების ინსპექტირების ორგანიზებას.

მაშინ მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა განაცხადა, რომ ქალაქში დამატებითი შეზღუდვები არ დაწესდებოდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S