კანადა უკრაინას დამატებით 34 მლნ დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარებას გადასცემს
17/11/2022 06:31:18 მსოფლიო
კანადა უკრაინას დამატებით 34 მლნ დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარებას გადასცემს. ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრის ანიტა ანანდმა განაცხადა.
"ეს უახლესი სამხედრო დახმარების პაკეტი პასუხობს უკრაინის მიერ განსაზღვრულ გადაუდებელ პრიორიტეტებს. გამოყოფილია დაახლოებით 5 მილიონი აშშ დოლარი უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის (AFU) კრიტიკული თანამგზავრული სურათების მიწოდების გასაგრძელებლად; 18 მილიონ დოლარზე მეტი დამატებითი, მაღალი გარჩევადობის დრონის კამერებისთვის; 10 მილიონ დოლარამდე დამატებითი ზამთრის აღჭურვილობის უზრუნველსაყოფად AFU-ს მხარდასაჭერად, მათ შორის პორტატული გამათბობლები, თერმული საბნები და საძილე ტომრები კანადური კომპანიებისგან კანადური კომერციული კორპორაციის მეშვეობით", – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.


