Accentnews.ge
კიევი – რუსეთის მასირებულმა სარაკეტო შეტევამ უკრაინის ორ ატომურ ელექტროსადგურს საფრთხე შეუქმნა

კიევი – რუსეთის მასირებულმა სარაკეტო შეტევამ უკრაინის ორ ატომურ ელექტროსადგურს საფრთხე შეუქმნა

17/11/2022 06:24:47 მსოფლიო

უკრაინული მხარის განცხადებით, რუსეთის სამხედრო ძალების მიერ უკრაინის ტერიტორიაზე 15 ნოემბერს განხორციელებულმა მასირებულმა სარაკეტო შეტევამ ხმელნიცკის და როვნოს ატომურ ელექტროსადგურებს საფრთხე შეუქმნა.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალური დირექტორის რაფაელ გროსის თქმით, უკრაინიდან მიღებული ინფორმაციით, ენერგოობიექტებზე დარტყმების შედეგად ხმელნიცკის ატომურმა ელექტროსადგურმა კავშირი დაკარგა ყველა ელექტროგადამცემ ხაზთან და სადგურის ორი რეაქტორი გამოირთო. 16 ნოემბერს ხმელნიცკის ატომურ ელექტროსადგურს ენერგომომარაგება აღუდგა ორი სარეზერვო ხაზით. ერთ-ერთ ელექტროგადამცემ ხაზთან კავშირი დაკარგა როვნოს ატომურმა ელექტროსადგურმაც და ავტომატურად გამოირთო ოთხიდან ერთი ენერგობლოკი.

რაფაელ მარიანო გროსი ხაზს უსვამს, რომ საბრძოლო მოქმედებების გამო ენერგომომარაგების გარეშე არაერთხელ დარჩა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურიც.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელის განცხადებით, მსგავსი შემაშფოთებელი მოვლენები ადასტურებს, რომ უკრაინის ყველა ბირთვული ობიექტი პოტენციური საფრთხის წინაშეა.

15 ნოემბერს რუსეთის სამხედრო ძალებმა მასირებული სარაკეტო იერიში მიიტანეს უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიაზე. დარტყმები განხორციელდა ენერგოობიექტებსა და საცხოვრებელ რაიონებზე. კიევში და კიევის ოლქში დაიღუპა 2 მშვიდობიანი მოქალაქე. უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსეთმა 96 ფრთოსანი რაკეტა გამოიყენა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S