
"პრეზიდენტი ტრამპი მზადაა, საჭიროების შემთხვევაში თურქეთის წინააღმდეგ სამხედრო ძალა გამოიყენოს"
22/10/2019 04:25:02 სხვა, მსოფლიო
აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს განცხადებით, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სრულად არის მზად, საჭიროების შემთხვევაში თურქეთის წინააღმდეგ სამხედრო ძალა გამოიყენოს.
როგორც პომპეომ „ესენბისისთან“ ინტერვიუში აღნიშნა, ვაშინგტონი მშვიდობას ანიჭებს უპირატესობას, ვიდრე ომს, მაგრამ იმ შემთხვევაში, როდესაც კინეტიკური ან სამხედრო მოქმედებაა საჭირო, ყველამ უნდა იცოდეს, რომ პრეზიდენტი მზადაა ამის გასაკეთებლად.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა თურქეთთან მიღწეული შეთანხმება დადებითად შეაფასა და თქვა, რომ სამხედრო ოპერაციის შეჩერებამ უამრავი სიცოცხლე გადაარჩინა. მაიკ პომპეომ ასევე აღნიშნა, რომ აშშ-მა „ისლამური სახელმწიფოს“ სახალიფოს საფრთხე, ქურთებით და არაბებით დაკომპლექტებულ „სირიის დემოკრატიულ ძალებთან“ ერთად გაანეიტრალა, რაც მთელი მსოფლიოსთვის იყო სასარგებლო.
თურქეთმა სირიიაში სამხედრო ოპერაცია 9 ოქტომბერს დაიწყო, თუმცა აშშ–ის შუამდგომლობით დროებით შეაჩერა და ქურთებს აშშ–ის მოსაზღვრე რეგიონებიდან გასასვლელად 120 საათი მისცა.