Accentnews.ge
ნატო-ში პოლონეთის ელჩი: "რაკეტის ჩამოვარდნაზე პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება"

ნატო-ში პოლონეთის ელჩი: "რაკეტის ჩამოვარდნაზე პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება"

17/11/2022 06:08:37 მსოფლიო

ნატო-ში პოლონეთის ელჩის ტომაშ შატკოვსკის განცხადებით, პოლონეთის ტერიტორიაზე რაკეტის ჩამოვარდნაზე პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება.

"რუსეთს რომ უკრაინაზე თავდასხმა არ განეხორციელებინა, ინციდენტი არ მოხდებოდა. საბოლოო პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება”, - აღნიშნა პოლონელმა დიპლომატმა.

CNN-ის ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ გრძნობს პოლონელი ხალხი თავს ინციდენტის შემდეგ შატკოვსკიმ უპასუხა, რომ „გარკვეული შიში გასაგებია“ და დასძინა, რომ "ხელისუფლება ბევრს აკეთებს მოსახლეობის გასამხნევებლად".

ცნობისთვის: 15 ნოემბერს პოლონეთის ტერიტორიაზე რაკეტა ჩამოვარდა, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

პოლონეთის ხელისუფლება ჯერ-ჯერობით დანამდვილებით ვერ ამბობს, ვინ ისროლა რაკეტა.

16 ნოემბერს პოლონეთის პრეზიდენტმა, ნატო–ს გენმდივანმა და აშშ–ის თავდაცვის მინისტრმა განაცხადეს, რომ "წინასწარი მონაცემებით, პოლონეთში ჩამოვარდნილი რაკეტა სავარაუდოდ, უკრაინამ რუსული იერიშის მოსაგერიებლად გაისროლა". მათი თქმით, "მომხდარზე საბოლოო პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთს".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S