უკრაინის შს მინისტრი: "ხერსონში 63 ნაწამები ადამიანის ცხედარი აღმოვაჩინეთ"
17/11/2022 06:03:25 მსოფლიო
შინაგან საქმეთა მინისტრ დენის მონასტირსკის განცხადებით, ხერსონის ოლქში სამართალდამცავებმა 63 ნაწამები ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს.
მისი ინფორმაციით, ოლქის დეოკუპირებულ ნაწილში წამებულთა ექსჰუმაცია მიმდინარეობს.
შინაგან საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ხერსონში ომის დანაშაულის პირველი ნიშნების გამოვლენის შედეგების საფუძველზე 436 სისხლის სამართლის საქმე აღძრეს.
გარდა ამისა, ოლქის ტერიტორიაზე აღმოაჩინეს 11 ადგილი, სადაც ოკუპანტებს ადამიანები უკანონოდ ჰყავდათ დაკავებული. უკრაონის ცნობით, აქედან ოთხ ადგილას რუსები დაკავებულებს აწამებდნენ.


