მედია – წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობა რესპუბლიკელებმა მოიპოვეს
17/11/2022 05:58:44 მსოფლიო
აშშ-ის "რესპუბლიკურ პარტიას" უკვე აქვს 218 მანდატი კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში, რაც ნიშნავს, რომ დემოკრატებმა უმრავლესობა დაკარგეს. ინფორმაციას, რომ რესპუბლიკელებმა წარმომადგენელთა პალატაზე კონტროლი მოიპოვეს CNN და CBS ავრცელებენ.
გამოცემების ცნობით, შედეგების შეჯამება ჯერ კიდევ გრძელდება და ვარაუდობენ, რომ საბოლოო ჯამში, რესპუბლიკელებს 221-223 მანდატი ექნებათ.
აშშ-ის დემოკრატმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელების ლიდერ კევინ მაკკარტის მიულოცა მისი პარტიის გამარჯვება და განაცხადა, რომ მზად არის, წარმომადგენელთა პალატაში რესუბლიკელებთან ერთად იმუშაოს ამერიკელების საკეთილდღეოდ.
აშშ-ში შუალედური არჩევნები 8 ნოემბერს ჩატარდა. ამერიკელებმა აირჩიეს კონგრესის წარმომადგენელთა პალატის 435-ივე და სენატის 100-დან 35 წევრი. სენატში უმრავლესობა შეინარჩუნა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის დემოკრატიულმა პარტიამ.


