მარკ მილი: "რუსეთი უკრაინაში დამარცხდა სტრატეგიულად, ოპერაციულად და ტაქტიკურად"
16/11/2022 18:47:44 მსოფლიო
აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელის გენერალ მარკ მილის განცხადებით, "რუსეთი უკრაინაში დამარცხდა სტრატეგიულად, ოპერაციულად და ტაქტიკურად". ამის შესახებ მან პენტაგონში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
მისი თქმით, რუსებმა რისი გაკეთებაც მოინდომეს, ვერაფერი განახორციელეს.
როგორც მან აღნიშნა, კრემლის თავდაპირველი მიზანი "შეეცვალა უკაინის ხელმძღვანელობა" ვერ გამხორციელდა ისევე, როგორც ზაპოროჟიესა და ხერსონის დაპყრობა.
”დაახლოებით 900–კილომეტრიან ფრონტის ხაზზე უკრაინელები წარმატებას წარმატებაზე აღწევდნენ, ხოლო რუსები ყოველ ჯერზე მარცხდებოდნენ”, - დასძინა მილიმ.


