Accentnews.ge
მედია – უკრაინამ ქვეყანაში საომარი მდგომარეობისა და საყოველთაო მობილიზაციის ვადა 19 თებერვლამდე გაახანგრძლივა

მედია – უკრაინამ ქვეყანაში საომარი მდგომარეობისა და საყოველთაო მობილიზაციის ვადა 19 თებერვლამდე გაახანგრძლივა

16/11/2022 16:12:53 მსოფლიო

უკრაინის პარლამენტმა ქვეყანაში საომარი მდგომარეობისა და საყოველთაო მობილიზაციის ვადა 2023 წლის 19 თებერვლამდე გაახანგრძლივა, – იუწყება უკრაინული მედია.

მედიის ცნობით, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ ინიცირებულ შესაბამის დადგენილებებს 294-მა და 297-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბური ინტერვენციის შემდეგ, პარლამენტმა საომარი მდგომარეობა მეოთხედ გაახანგრძლივა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S