ევროკომისია ევროსაბჭოს მიმართავს, მიიღოს გადაწყვეტილება ბულგარეთის, ხორვატიისა და რუმინეთის შენგენის ზონაში შეყვანის თაობაზე
16/11/2022 15:01:56 მსოფლიო
ევროკომისია ევროსაბჭოს მიმართავს, მიიღოს გადაწყვეტილება ბულგარეთის, ხორვატიისა და რუმინეთის შენგენის ზონაში შეყვანის თაობაზე, რათა ამ ქვეყნებსა და ევროპის უმეტეს ნაწილს შორის მოგზაურობა სასაზღვრო კონტროლის გარეშე იყოს დაშვებული.
ბულგარეთმა და რუმინეთმა შეფასების პროცესი 2011 წელს დაასრულეს.
რაც შეეხება ხორვატიას, საბჭომ 2021 წლის დეკემბერში დაადასტურა, რომ ქვეყანამმ, რომელიც 2013 წელს გახდა ევროპის კავშირის წევრი, შენგენის ზონაში გაწევრიანების პირობები შეასრულა.


