Accentnews.ge
გერმანია პოლონეთს საჰაერო სივრცის პატრულირებაში დახმარებას სთავაზობს

გერმანია პოლონეთს საჰაერო სივრცის პატრულირებაში დახმარებას სთავაზობს

16/11/2022 14:38:44 მსოფლიო

გერმანია პოლონეთს საჰაერო სივრცის პატრულირებაში დახმარებას სთავაზობს.

"როგორც დაუყოვნებლივი რეაქცია პოლონეთში მომხდარ ინციდენტზე, ჩვენ მას შევთავაზებთ საჰაერო პატრულირების გაძლიერებას, გერმანული Eurofighters-ით. მისია შეიძლება, დაიწყოს ხვალიდან, თუ ამის სურვილი პოლონეთს ექნება. რეაქტიული თვითმფრინავების გადატანა პოლონეთში საჭირო არ იქნება, ის შეიძლება, აფრინდეს გერმანიის საჰაერო ბაზებიდან და დაბრუნდეს აქ ყოველი მისიის შემდეგ"– აცხადებენ გერმანიის თავდაცვის სამინისტროში.

ცნობისთვის: 15 ნოემბერს რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული მასობრივი სარაკეტო იერიშის დროს ორი რაკეტის პოლონეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდის შესახებ სხვადასხვა წყაროები იუწყებოდნენ. Radio Zet-ის ინფორმაციით, ორი რუსული რაკეტა ჩამოვარდა ქალაქ პრჟევოდაში, ლუბელსკის რაიონში მდებარე მარცვლეულის საცავის მიდამოებში. შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.

რუსული რაკეტების მიერ პოლონეთის საზღვრის კვეთისა და შედეგად პოლონეთის ორი მოქალაქის დაღუპვის ფაქტი Associated Press-ს აშშ-ის დაზვერვის მაღალჩინოსანმაც დაუდასტურა.

ცოტა ხნის წინ ნატო–ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, "პოლონეთში ჩამოვარდნილი რაკეტა სავარაუდოდ, უკრაინამ რუსული იერიშის მოსაგერიებლად გაისროლა, თუმცა რუსეთს ეკისრება მთავარი პასუხისმგებლობა".

„ჩვენი წინასწარი ანალიზის თანახმად, ინციდენტი სავარაუდოდ, უკრაინის საჰაერო თავდაცვის რაკეტით იყო გამოწვეული, რომელიც რუსული ფრთოსანი რაკეტების თავდასხმების მოსაგერიებლად, უკრაინის ტერიტორიის დასაცავად გაისროლეს. მაგრამ ნება მომეცით მკაფიოდ განვაცხადო, ეს არ არის უკრაინის ბრალი. რუსეთს ეკისრება საბოლოო პასუხისმგებლობა, რადგან ის აგრძელებს თავის უკანონო ომს უკრაინის წინააღმდეგ“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S