ხერსონის გაუჩინარებული ე.წ. ვიცე–გუბერნატორი წინასწარი დაკავების ცენტრში იპოვეს – მედია
16/11/2022 14:01:49 მსოფლიო
რუსული მედია ეკონომიკური დანაშაულის საქმეზე ხერსონის ოლქის ე.წ. ვიცე-გუბერნატორის ეკატერინა გუბარევის დაკავების შესახებ იუწყება.ამის შესახებ
ТАСС, РБК და „РИА Новости" წერენ.
РБК –ს წყარომ სამართალდამცავ უწყებებში დაადასტურა ინფორმაცია და დასძინა, რომ ქალთან მიმართებით საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
TASS-ის კიდევ ერთმა წყარომ განმარტა, რომ იგი წინა დღეს დააკავეს.
ამასთან, „РИА Новости" აღნიშნავს, რომ „ხერსონის რეგიონის შინაგან საქმეთა სამინისტრო“ ოფიციალურად არ ადასტურებს და არც უარყოფს გუბარევას დაკავებას.
16 ნოემბერს მისმა მეუღლემ პაველ გუბარევმა დაწერა ქალის გაუჩინარების შესახებ.


