Accentnews.ge
უკრაინას პოლონეთში, აფეთქების ადგილზე "დაუყოვნებლივი წვდომა" სურს

უკრაინას პოლონეთში, აფეთქების ადგილზე "დაუყოვნებლივი წვდომა" სურს

16/11/2022 13:41:02 მსოფლიო

უკრაინას პოლონეთში, რაკეტის აფეთქების ადგილზე "დაუყოვნებლივი წვდომა" სურს. შესაბამისი განცხადება უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა გააკეთა.

მისი თქმით, ოფიციალური კიევი მზად არის პარტნიორებს მიაწოდოს „რუსული კვალის“ მტკიცებულება.

ამასთან, როგორც დანილოვმა დასძინა, უკრაინას პარტნიორებთან ერთად პოლონეთში მომხდარი ინციდენტის ერთობლივი შესწავლა სურს:

"უკრაინა მოითხოვს დაუყოვნებლივ შევიდნენ უკრაინის თავდაცვისა და სახელმწიფო საზღვრის თანამშრომლები აფეთქების ადგილას. ჩვენ მომხრე ვართ ერთობლივად გამოვიკვლიოთ პოლონეთში რაკეტის დაშვების ინციდენტი. ჩვენ მზად ვართ, გადმოგცეთ რუსული კვალის მტკიცებულება, რაც გვაქვს. პარტნიორებისგან ველი ინფორმაციას, რის საფუძველზეც დაიდო დასკვნა, რომ ეს არის უკრაინის საჰაერო თავდაცვის რაკეტა".

ცნობისთვის: ნატო–ს გენერალური მდივნის განცხადებით, "პოლონეთში ჩამოვარდნილი რაკეტა სავარაუდოდ, უკრაინამ რუსული იერიშის მოსაგერიებლად გაისროლა, თუმცა რუსეთს ეკისრება მთავარი პასუხისმგებლობა".

„ჩვენი წინასწარი ანალიზის თანახმად, ინციდენტი სავარაუდოდ, უკრაინის საჰაერო თავდაცვის რაკეტით იყო გამოწვეული, რომელიც რუსული ფრთოსანი რაკეტების თავდასხმების მოსაგერიებლად, უკრაინის ტერიტორიის დასაცავად გაისროლეს. მაგრამ ნება მომეცით მკაფიოდ განვაცხადო, ეს არ არის უკრაინის ბრალი. რუსეთს ეკისრება საბოლოო პასუხისმგებლობა, რადგან ის აგრძელებს თავის უკანონო ომს უკრაინის წინააღმდეგ“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

15 ნოემბერს რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული მასობრივი სარაკეტო იერიშის დროს ორი რაკეტის პოლონეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდის შესახებ სხვადასხვა წყაროები იუწყებიან. Radio Zet-ის ინფორმაციით, ორი რუსული რაკეტა ჩამოვარდა ქალაქ პრჟევოდაში, ლუბელსკის რაიონში მდებარე მარცვლეულის საცავის მიდამოებში. შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.

რუსული რაკეტების მიერ პოლონეთის საზღვრის კვეთისა და შედეგად პოლონეთის ორი მოქალაქის დაღუპვის ფაქტი Associated Press-ს აშშ-ის დაზვერვის მაღალჩინოსანმაც დაუდასტურა.

პოლონეთის ხელისუფლება ჯერ-ჯერობით დანამდვილებით ვერ ამბობს, ვინ ისროლა რაკეტა.

ცნობებს „ესკალაციის მიზნით განზრახ პროვოკაცია“ უწოდეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S