სუნაკი: "ვიდრე პუტინის ომი გრძელდება, ის წარმოადგენს საფრთხეს ჩვენი და მოკავშირეების უსაფრთხოებისთვის"
16/11/2022 11:39:30 მსოფლიო
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკის განცხადებით, "ვიდრე პუტინის ომი გრძელდება, ის წარმოადგენს საფრთხეს ჩვენი და მოკავშირეების უსაფრთხოებისთვის". ამის შესახებ მან ინდონეზიაში „დიდი ოცეულის“ სამიტის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„მაშინ, როდესაც მსოფლიო ლიდერები მუშაობდნენ ერთად ჩვენი ხალხის წინაშე არსებული უდიდეს გამოწვევებთან გასამკლავებლად, პუტინი უკრაინაში მოქალაქეებზე თავდასხმებს ახორციელებდა. [...] ჩვენ, ყველამ მკაფიოდ უნდა გავაცნობიეროთ, რუსეთის ინტერვენცია უკრაინაში რომ არა პოლონეთში რაკეტის აფეთქება არ მოხდებოდა. ვიდრე ეს ომი გრძელდება, ის წარმოადგენს საფრთხეს ჩვენი უსაფრთხოებისთვის და ჩვენი მოკავშირეებისთვის“, – განაცხადა რიში სუნაკმა.
ცნობისთვის: 15 ნოემბერს რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული მასობრივი სარაკეტო იერიშის დროს ორი რაკეტის პოლონეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდის შესახებ სხვადასხვა წყაროები იუწყებიან. Radio Zet-ის ინფორმაციით, ორი რუსული რაკეტა ჩამოვარდა ქალაქ პრჟევოდაში, ლუბელსკის რაიონში მდებარე მარცვლეულის საცავის მიდამოებში. შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.
რუსული რაკეტების მიერ პოლონეთის საზღვრის კვეთისა და შედეგად პოლონეთის ორი მოქალაქის დაღუპვის ფაქტი Associated Press-ს აშშ-ის დაზვერვის მაღალჩინოსანმაც დაუდასტურა.
პოლონეთის ხელისუფლება ჯერ-ჯერობით დანამდვილებით ვერ ამბობს, ვინ ისროლა რაკეტა.
ცნობებს „ესკალაციის მიზნით განზრახ პროვოკაცია“ უწოდეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროში.


