საფრანგეთის სენატი მთავრობას აზერბაიჯანის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს
16/11/2022 10:53:39 მსოფლიო
საფრანგეთის სენატმა 295 ხმით 1-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც ქვეყნის მთავრობას მოუწოდებს, სანქციები დაუწესოს აზერბაიჯანს "სომხეთზე თავდასხმების და მთიანი ყარაბაღის მიმართ აგრესიის გამო"..
ამასთან, რეზოლუცია ბაქოს მოუწოდებს სამხედრო ძალები გაიყვანოს სომხეთიდან და კიდევ ერთხელ აცხადებს სენატის პოზიციას, რომ საფრანგეთმა მთიანი ყარაბაღი უნდა აღიაროს.
რეზოლუცია მოიცავს მოწოდებას, რომ უცვლელი უნდა დარჩეს ლაჩინის დერეფნის სტატუსი - რომელიც რეგიონს სომხეთთან აკავშირებს.
"მოვუწოდებთ მთავრობას ევროპელ მოკავშირეებთან ერთად განიხილოს ყველაზე ძლიერი და ადეკვატური პასუხის ვარიანტები ახალ თავდასხმებზე აზერბაიჯანის მხრიდან, მათ შორის აზერბაიჯანის ლიდერებისგან ქონების კონფისკაცია და აზერბაიჯანის გაზისა და ნავთობის იმპორტის აკრძალვის შესაძებლობა", - ნათქვამია რეზოლუციაში.
გარდა ამისა, პარლამენტი საფრანგეთის მთავრობას სთხოვს იმსჯელოს მთიან ყარაბაღში ჰუმანიტარული ოფისის დაარსების შესაძლებლობაზე.
საფრანგეთში მცხოვრებმა აზერბაიჯანულმა თემმა სენატში ხსენებული რეზოლუციის განხილვის პარალელურად საპროტესტო აქცია გამართა.


