G7 და ნატო უკრაინაში მომხდარ "ბარბაროსულ" თავდასხმებს გმობენ და პოლონეთს მხარდაჭერას უცხადებენ
16/11/2022 09:13:59 მსოფლიო
G7 და ნატო უკრაინაში მომხდარ "ბარბაროსულ" თავდასხმებს გმობენ და პოლონეთს მხარდაჭერას უცხადებენ. შესაბამისი განცხადება ლიდერებმა ბალიში "დიდი ოცეულის" სამიტის ფარგლებში გამართული შეხვედრის შემდეგ გაავრცელეს.
"ვგმობთ ბარბაროსულ სარაკეტო თავდასხმებს, რომელიც რუსეთმა 15 ნოემბერს უკრაინის ქალაქებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე განახორციელა. ჩვენ განვიხილეთ აფეთქების ფაქტი, რომელიც მოხდა პოლონეთის აღმოსავლეთ ნაწილში. პოლონეთს ვუცხადებთ სრულ მხარდაჭერას და ვთავაზობთ დახმარებას მიმდინარე გამოძიებაში. [...] ჩვენ ყველანი ვუსამძიმრებთ პოლონეთსა და უკრაინაში დაღუპულთა ოჯახებს“, – ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის: 15 ნოემბერს რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული მასობრივი სარაკეტო იერიშის დროს ორი რაკეტის პოლონეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდის შესახებ სხვადასხვა წყაროები იუწყებიან. Radio Zet-ის ინფორმაციით, ორი რუსული რაკეტა ჩამოვარდა ქალაქ პრჟევოდაში, ლუბელსკის რაიონში მდებარე მარცვლეულის საცავის მიდამოებში. შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.
რუსული რაკეტების მიერ პოლონეთის საზღვრის კვეთისა და შედეგად პოლონეთის ორი მოქალაქის დაღუპვის ფაქტი Associated Press-ს აშშ-ის დაზვერვის მაღალჩინოსანმაც დაუდასტურა.
პოლონეთის ხელისუფლება ჯერ-ჯერობით დანამდვილებით ვერ ამბობს, ვინ ისროლა რაკეტა.
ცნობებს „ესკალაციის მიზნით განზრახ პროვოკაცია“ უწოდეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროში.


