Accentnews.ge
ჩინეთი – პოლონეთში რაკეტის აფეთქების თაობაზე: "ყველა მხარემ უნდა გამოიჩინოს თავშეკავება და თავიდან აიცილოს სიტუაციის ესკალაცია"

ჩინეთი – პოლონეთში რაკეტის აფეთქების თაობაზე: "ყველა მხარემ უნდა გამოიჩინოს თავშეკავება და თავიდან აიცილოს სიტუაციის ესკალაცია"

16/11/2022 09:03:01 მსოფლიო

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო პოლონეთის ტერიტორიაზე რაკეტის აფეთქების ფაქტს ეხმიანება და "ყველა მხარეს თავშეკავებისკენ" მოუწოდებს.

"ყველა მხარემ უნდა გამოიჩინოს თავშეკავება, შეინარჩუნოს სიმშვიდე და თავიდან აიცილოს სიტუაციის ესკალაცია. ჩინეთის პოზიცია უკრაინის საკითხთან დაკავშირებით ყოველთვის იყო თანმიმდევრული და მკაფიო. კრიზისის მშვიდობიანად მოსაგვარებლად დიალოგისა და მოლაპარაკებების წარმოება აუცილებელია", – განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პრესსპიკერმა მაო ნინგმა.

ცნობისთვის: 15 ნოემბერს რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული მასობრივი სარაკეტო იერიშის დროს ორი რაკეტის პოლონეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდის შესახებ სხვადასხვა წყაროები იუწყებიან. Radio Zet-ის ინფორმაციით, ორი რუსული რაკეტა ჩამოვარდა ქალაქ პრჟევოდაში, ლუბელსკის რაიონში მდებარე მარცვლეულის საცავის მიდამოებში. შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.

რუსული რაკეტების მიერ პოლონეთის საზღვრის კვეთისა და შედეგად პოლონეთის ორი მოქალაქის დაღუპვის ფაქტი Associated Press-ს აშშ-ის დაზვერვის მაღალჩინოსანმაც დაუდასტურა.

პოლონეთის ხელისუფლება ჯერ-ჯერობით დანამდვილებით ვერ ამბობს, ვინ ისროლა რაკეტა.

ცნობებს „ესკალაციის მიზნით განზრახ პროვოკაცია“ უწოდეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S