Accentnews.ge
ბლინკენმა პოლონეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებთან სატელეფონო საუბარი გამართა

ბლინკენმა პოლონეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებთან სატელეფონო საუბარი გამართა

16/11/2022 07:13:46 მსოფლიო

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა პოლონეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ზბიგნევ რაუსა და დმიტრო კულებასთან სატელეფონო საუბარი გამართა.

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან საუბრის შემდეგ, ბლინკენმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ რაუს დაუდასტურა აშშ-ის სრული მხარდაჭერა ქვეყნის ტერიტორიაზე რაკეტის აფეთქებასთან დაკავშორებით მიმდინარე გამოძიებაში.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან სატელეფონო საუბრისას უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის მასირებული სარაკეტო შეტევის გარდა, განიხილა პოლონეთში მომხდარი აფეთქებაც. ენტონი ბლინკენი ტვიტერზე წერს, რომ აშშ უკრაინის გვერდით იქნება იმდენ ხანს, რამდენიც საჭიროა.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან სატელეფონო საუბრისას დეტალურად განიხილეს რუსული სარაკეტო ტერორის მასშტაბი, მიზნები და შედეგები. დმიტრო კულებას თქმით, იმას, რაც პოლონეთში მოხდა, მკაცრი და პრინციპული რეაქცია უნდა მოჰყვეს.

ცნობისთვის: 15 ნოემბერს რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული მასობრივი სარაკეტო იერიშის დროს ორი რაკეტის პოლონეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდის შესახებ სხვადასხვა წყაროები იუწყებიან. Radio Zet-ის ინფორმაციით, ორი რუსული რაკეტა ჩამოვარდა ქალაქ პრჟევოდაში, ლუბელსკის რაიონში მდებარე მარცვლეულის საცავის მიდამოებში. შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.

რუსული რაკეტების მიერ პოლონეთის საზღვრის კვეთისა და შედეგად პოლონეთის ორი მოქალაქის დაღუპვის ფაქტი Associated Press-ს აშშ-ის დაზვერვის მაღალჩინოსანმაც დაუდასტურა.

პოლონეთის ხელისუფლება ჯერ-ჯერობით დანამდვილებით ვერ ამბობს, ვინ ისროლა რაკეტა.

ცნობებს „ესკალაციის მიზნით განზრახ პროვოკაცია“ უწოდეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S