მედია – გუშინ რუსული სარაკეტო დარტყმების დროს CIA–ს დირექტორი კიევში იმყოფებოდა
16/11/2022 06:54:40 მსოფლიო
აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი (CIA) უილიამ ბერნსი 15 ნოემბერს კიევში უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.
The Guardian–ის ცნობით, უკრაინის დედაქალაქზე რუსეთის მასირებული სარაკეტო იერიშის დროს უილიამ ბერნსი აშშ-ის საელჩოში უსაფრთხოდ იმყოფებოდა.
მისი ცნობით, კიევში ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის ვიზიტის მიზანი უკრაინისადმი მხარდაჭერის კიდევ ერთხელ გამოხატვა იყო.
კიევში ვიზიტამდე ერთი დღით ადრე, 14 ნოემბერს უილიამ ბერნსი ანკარაში რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელს სერგეი ნარიშკინს შეხვდა.


