Accentnews.ge
დონალდ ტრამპი 2024 წლის არჩევნებში პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს

დონალდ ტრამპი 2024 წლის არჩევნებში პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს

16/11/2022 06:06:11 მსოფლიო

ამერიკის შეერთებული შტატების რიგით 45-ე პრეზიდენტმა, რესპუბლიკელმა დონალდ ტრამპმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ კენჭს იყრის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. ტრამპმა მხარდამჭერებს ფლორიდაში, საკუთარ რეზიდენციასთან მიმართა.

დონალდ ტრამპის თქმით, მისი პრეზიდენტობის პერიოდში ყველაფერი შესანიშნავად იყო, დღეს კი, ქვეყანა დაღმასვლას განიცდის.

ტრამპის განცხადებით, პრეზიდენტად კენჭს იყრის, რათა ამერიკას დიდება დაუბრუნოს.

მილიარდერი ბიზნესმენი დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტი იყო 2017 წლის 20 იანვრიდან 2021 წლის 20 იანვრამდე. 2020 წლის ნოემბრის არჩევნებში მეორე ვადით კენჭისყრისას ტრამპი დამარცხდა დემოკრატ ჯო ბაიდენთან, თუმცა, დიდი ხნის განმავლობაში მარცხს არ აღიარებდა და აცხადებდა, რომ არჩევნები გაყალბდა.

2021 წლის 6 იანვარს, ჯო ბაიდენის ინაუგურაციამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე, დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ და მოითხოვდნენ, რომ კონგრესს არ ეღიარებინა საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება. მასობრივი არეულობების შედეგად დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის პოლიციელი. კაპიტოლიუმზე თავდასხმის გამო ბრალდებულია 600-ზე მეტი პირი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S