Accentnews.ge
დუდა: "დღეს გაიმართება ნატო–ს წევრი ქვეყნების საგანგებო სხდომა, რომელზეც, დიდი ალბათობით, ალიანსის წესდების მეოთხე მუხლის ამოქმედებას მოვითხოვთ"

დუდა: "დღეს გაიმართება ნატო–ს წევრი ქვეყნების საგანგებო სხდომა, რომელზეც, დიდი ალბათობით, ალიანსის წესდების მეოთხე მუხლის ამოქმედებას მოვითხოვთ"

16/11/2022 04:40:16 მსოფლიო

პოლონეთის პრეზიდენტ ანჯეი დუდას განცხადებით, დღეს გაიმართება ნატო–ს წევრი სახელმწიფოების საგანგებო სხდომა, რომელზეც პოლონეთი, დიდი ალბათობით, მოითხოვს ნატო–ს წესდების მეოთხე მუხლის ამოქმედებას. ის ითვალისწინებს ალიანსის მიერ კონსულტაციების დაწყებას საფრთხეზე, რომელიც ერთ-ერთ წევრს აწუხებს.

დუდას ინფორმაციით, ნატო საბრძოლო მზადყოფნაშია, პოლონეთმა კი, შეიარაღებული ძალების მზადყოფნა გააძლიერა.

ცნობისთვის: 15 ნოემბერს რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული მასობრივი სარაკეტო იერიშის დროს ორი რაკეტის პოლონეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდის შესახებ სხვადასხვა წყაროები იუწყებიან. Radio Zet-ის ინფორმაციით, ორი რუსული რაკეტა ჩამოვარდა ქალაქ პრჟევოდაში, ლუბელსკის რაიონში მდებარე მარცვლეულის საცავის მიდამოებში. შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.

რუსული რაკეტების მიერ პოლონეთის საზღვრის კვეთისა და შედეგად პოლონეთის ორი მოქალაქის დაღუპვის ფაქტი Associated Press-ს აშშ-ის დაზვერვის მაღალჩინოსანმაც დაუდასტურა.

ცნობებს „ესკალაციის მიზნით განზრახ პროვოკაცია“ უწოდეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S