Accentnews.ge
პოლონეთის საგარეო სამინისტროში რუსეთის ელჩი დაიბარეს

პოლონეთის საგარეო სამინისტროში რუსეთის ელჩი დაიბარეს

16/11/2022 04:35:32 მსოფლიო

პოლონეთის საგარეო სამინისტროში რუსეთის ელჩი დაიბარეს.

უწყების ცნობით, რაკეტა პოლონეთის ტერიტორიაზე ადგილობრივი დროით 15:42 წუთზე ჩავარდა, რის შედეგადაც, ორი ადამიანი დაიღუპა.

ამასთან, საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში არ არის აღნიშნული, ვინ ისროლა რაკეტა.

ცნობისთვის: 15 ნოემბერს რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული მასობრივი სარაკეტო იერიშის დროს ორი რაკეტის პოლონეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდის შესახებ სხვადასხვა წყაროები იუწყებიან. Radio Zet-ის ინფორმაციით, ორი რუსული რაკეტა ჩამოვარდა ქალაქ პრჟევოდაში, ლუბელსკის რაიონში მდებარე მარცვლეულის საცავის მიდამოებში. შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.

რუსული რაკეტების მიერ პოლონეთის საზღვრის კვეთისა და შედეგად პოლონეთის ორი მოქალაქის დაღუპვის ფაქტი Associated Press-ს აშშ-ის დაზვერვის მაღალჩინოსანმაც დაუდასტურა.

ცნობებს „ესკალაციის მიზნით განზრახ პროვოკაცია“ უწოდეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S