Accentnews.ge
პოლონეთის ხელისუფლება ჯერ-ჯერობით დანამდვილებით ვერ ამბობს, ვინ ისროლა რაკეტა

პოლონეთის ხელისუფლება ჯერ-ჯერობით დანამდვილებით ვერ ამბობს, ვინ ისროლა რაკეტა

16/11/2022 04:00:48 მსოფლიო

პოლონეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე რაკეტის აფეთქების ფაქტის გამოძიება გრძელდება და მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებს.

პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ წუხელ განაცხადა, რომ პრჟევოდაში აფეთქება იყო ერთჯერადი ინციდენტი და ჯერ–ჯერობით არ არის იმის ნიშნები, რომ შესაძლოა, განმეორდეს.

პრეზიდენტ დუდას თქმით, რაკეტა სავარაუდოდ, რუსული წარმოების იყო, თუმცა ჯერ–ჯერობით არ აქვთ მყარი მტკიცებულებები, თუ ვინ ისროლა ის. დუდას ინფორმაციით, გამოძიება გრძელდება და მასში ამერიკელი ექსპერტებიც ჩაერთვებიან.

ანჯეი დუდას განცხადებით, დღეს გაიმართება ნატო–ს წევრი სახელმწიფოების საგანგებო სხდომა, რომელზეც პოლონეთი, დიდი ალბათობით, მოითხოვს ნატო–ს წესდების მეოთხე მუხლის ამოქმედებას. ის ითვალისწინებს ალიანსის მიერ კონსულტაციების დაწყებას საფრთხეზე, რომელიც ერთ-ერთ წევრს აწუხებს.

დუდას ინფორმაციით, ნატო საბრძოლო მზადყოფნაშია, პოლონეთმა კი, შეიარაღებული ძალების მზადყოფნა გააძლიერა.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ მთავრობის საგანგებო სხდომის შემდეგ მოქალაქეებს სიმშვიდისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ სიმტკიცე და სიფრთხილე უნდა შეინარჩუნონ.

მორავეცკის ინფორმაციით, პოლონეთმა საკუთარი საჰაერო სივრცის კონტროლი გააძლიერა და რაკეტის აფეთქების გარემოებების გამოსაძიებლად საერთაშორისო ექსპერტები მიიწვია.

ცნობისთვის: 15 ნოემბერს რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული მასობრივი სარაკეტო იერიშის დროს ორი რაკეტის პოლონეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდის შესახებ სხვადასხვა წყაროები იუწყებიან. Radio Zet-ის ინფორმაციით, ორი რუსული რაკეტა ჩამოვარდა ქალაქ პრჟევოდაში, ლუბელსკის რაიონში მდებარე მარცვლეულის საცავის მიდამოებში. შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.

რუსული რაკეტების მიერ პოლონეთის საზღვრის კვეთისა და შედეგად პოლონეთის ორი მოქალაქის დაღუპვის ფაქტი Associated Press-ს აშშ-ის დაზვერვის მაღალჩინოსანმაც დაუდასტურა.

ცნობებს „ესკალაციის მიზნით განზრახ პროვოკაცია“ უწოდეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S