Accentnews.ge
რუსული რეგიონიდან დაბომბვისა და მსხვერპლის შესახებ იუწყებიან

რუსული რეგიონიდან დაბომბვისა და მსხვერპლის შესახებ იუწყებიან

15/11/2022 21:21:24 მსოფლიო

რუსეთის ბელგოროდის ოლქის ქალაქ შებეკინოს დაბომბვის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა,– ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონის ხელისუფლება ავრცელებს.

ტელეგრამ–არხი ბაზა აქვეყნებს დაბომბვის შედეგების ამსახველ ვიდეოს. ერთ–ერთი თვითმხილველი ამბობს, რომ აფეთქების შედეგად აფთიაქი დაზიანდა.

შებეკინო უკრაინის ხარკოვის ოლქის საზღვართან მდებარეობს. ის, ისევე როგორც ბელგოროდის რეგიონის სხვა ქალაქები და სოფლები, როგორც ადგილობრივი ხელისუფლება ირწმუნება, პერიოდულად ექცევა ცეცხლის ქვეშ და ისინი ამაში უკრაინას ადანაშაულებენ.

ამავდროულად, ხარკოვის რეგიონი რეგულარულად იბომბება ბელგოროდიდან. ოქტომბრის ბოლოს ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა, რომ რეგიონის ხელისუფლებამ დაიწყო დამცავი ინფრასტრუქტურის მოწყობა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S