ბაიდენის ადმინისტრაცია კონგრესს უკრაინის დასახმარებლად დამატებით $37,7 მილიარდის გამოყოფას სთხოვს
15/11/2022 21:12:25 მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია კონგრესს სთხოვს დამატებითი დაფინანსების სახით 37,7 მილიარდ დოლარს უკრაინის რუსეთთან ომში მხარდასაჭერად,- იუწყება Reuters აშშ–ის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით.
თეთრ სახლში განაცხადეს, რომ ფინანსური დახმარება, რომლის გამოყოფასაც ითხოვენ უკრაინისთვის, მოხმარდება თავდაცვის აღჭურვილობას, ჰუმანიტარულ დახმარებასა და ბირთვული უსაფრთხოების მხარდაჭერას.
"კონგრესს აქვს შესაძლებლობა და ვალდებულება გადაწყვიტოს სამი დამატებითი საკითხი, რასაც გააჩნია კრიტიკული დაფინანსების საჭიროება, რამაც უნდა მოიპოვოს ორპარტიული მხარდაჭერა. ამერიკელი ხალხის მხარდაჭერა კორონავირუსისგან და გლობალურად სიცოცხლის გადარჩენა. უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა და ერის დახმარება დამანგრეველი მოვლენებისგან, ბუნებრივი კატასტროფებისგან დახმარებაში", - თქვა თეთრი სახლის ბიუჯეტის დირექტორმა შალანდა იანგმა.


