
უკრაინაში ავიაკატასტროფას ყოფილი მინისტრი ემსხვერპლა
21/10/2019 16:51:40 სხვა, მსოფლიო
უკრაინაში ავიაკატასტროფას აგრარული მრეწველობის ყოფილი მინისტრი ტარას კუტოვოი ემსხვერპლა. უკრაინული მედიის ცნობით, ვერტმფრენი, რომელშიც ყოფილი მინისტრი იმყოფებოდა, ორჟიცკის რაიონის სოფელ ტარასენკოვოესთან ჩამოვარდა.
ტარას კუტოვოი უკრაინის აგრარული მრეწველობის მინისტრის თანამდებობას 2016-2017 წლებში იკავდებდა.