Accentnews.ge
ლავროვმა G20-ის სამიტი დასრულებამდე დატოვა

ლავროვმა G20-ის სამიტი დასრულებამდე დატოვა

15/11/2022 20:38:11 მსოფლიო

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა „დიდი ოცეულის“ სამიტი დატოვა.

რუსული სახელისუფლებო მედიასაშუალების ცნობით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა „დიდი ოცეულის“ სამიტზე დაგეგმილი პროგრამა დაასრულა და რუსეთში გაფრინდა.

შეგახსენებთ, რომ „დიდი ოცეულის“ სამიტი ჯერ არ დასრულებულა, ის 16 ნოემბერსაც გაგრძელდება.

როგორც ცნობილია, „დიდი ოცეულის“ სამიტის მონაწილეები მუშაობენ დეკლარაციაზე, რომელშიც რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომის დაგმობას აპირებენ. ამის შესახებ განცხადება გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა გააკეთა.

ლავროვის ინდონეზიიდან გამგზავრების შესახებ ინფორმაცია რუსეთის მიერ უკრაინაზე მიტანილი სარაკეტო იერიშების ფონზე გავრცელდა. ამასთან, იუწყებიან, რომ ორი რაკეტა ნატო–ს წევრ პოლონეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდა. შედგად ორი ადამიანი დაიღუპა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S