Accentnews.ge
ჩეხეთში რუსეთის ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს

ჩეხეთში რუსეთის ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს

21/10/2019 16:40:05 სხვა, მსოფლიო

ჩეხეთში ქვეყანაში მოქმედი რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს,– ამის შესახებ ჩეხეთის უსაფრთხოებისა და ინფორმაციის სამსახურის ხელმძღვანელმა მიხალ კოუდელკამ განაცხადა.

მისი თქმით, „ქსელი ლიკვიდირებულია" და "გამოძიება გრძელდება“.

ამასთან, ჩეხეთის უსაფრთხოებისა და ინფორმაციის სამსახურის ხელმძღვანელის თქმით, გამოვლენილი ქსელი გრძელი ჯაჭვის ნაწილია, რომელსაც რუსული სპეცსამსახურები ევროპის სხვა ქვეყნებში მოქმედებისთვის ამზადებდნენ.

ირკვევა, რომ აგენტურული ქსელი რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის მიერ იყო შექმნილი და პრაღაში რუსეთის საელჩოს მიერ ფინანსდებოდა. ჯაშუშური ქსელის მიზანს სპეციალურად შექმნილი სერვერების გამოყენებით ჩეხეთში სხვადასხვა სამიზნეებზე, მათ შორის ჩეხეთის პარტნიორ ქვეყნებზე თავდასხმების განხორციელება იყო.

თავად რუსეთის დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ინფორმაციას სიცრუე უწოდეს.

ცნობისთვის: გასული წლის დეკემბერში მიხალ კოუდეკამ ასევე განაცხადა ქვეყანაში რუსული ჯაშუშური ქსელის გამოაშკარავების, ასევე ჩინელი ჯაშუშების გამოვლენის შესახებ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S