Accentnews.ge
ორი რუსული რაკეტა NATO–ს ტერიტორიაზე დაეცა

ორი რუსული რაკეტა NATO–ს ტერიტორიაზე დაეცა

15/11/2022 19:12:50 ევროპა

რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული მასობრივი სარაკეტო იერიშისას ორი რაკეტა პოლონეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდა,– იუწყება Radio Zet არაოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით.

მისივე ცნობით, ორი რუსული რაკეტა ჩამოვარდა ქალაქ პრჟევოდაში, ლუბელსკის სავოევოდოში და მოხვდა მარცვლეულის საცავს. შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.

აშშ-ის დაზვერვის მაღალჩინოსანმა Associated Press-ს დაუდასტურა, რომ რუსულმა რაკეტებმა პოლონეთის საზღვარი გადაკვეთეს. მან ასევე დაადასტურა ინფორმაცია ორი ადამიანის დაღუპვის შესახებ.

Reuters–ის ცნობით, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტის საგანგებო სხდომა მოიწვია. კომიტეტში შედიან თავდაცვის, შინაგან საქმეთა და საგარეო საქმეთა მინისტრები, ასევე სპეცსამსახურების წარმომადგენლები.

მომხდარზე კომენტარი გააკეთა ლატვიის პრემიერ-მინისტრმა არტის პაბრიკსმა.

"რუსეთის დანაშაულებრივმა რეჟიმმა გაუშვა ორი რაკეტა, რომელიც არა მარტო მშვიდობიან უკრაინელებს მოხდათ, არამედ ჩამოვარდა ნატო-ს ტერიტორიაზეც - პოლონეთში. ლატვია სრულად უჭერს ხარს პოლონელ მეგობრებს და გმობს ამ დანაშაულს", — წერს პაბრიკსი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S