Accentnews.ge
რუსულმა ადმინისტრაციამ ნოვაია კახოვკა დატოვა

რუსულმა ადმინისტრაციამ ნოვაია კახოვკა დატოვა

15/11/2022 18:25:04 მსოფლიო

ნოვაია კახოვკას (ხერსონის ოლქი) რუსულმა ადმინისტრაციამ ქალაქი დატოვა.

როგორც კრემლის მიერ მართული ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, ეს გადაწყვეტილება "უკრაინის შეიარაღებული ძალების მხრიდან მუდმივი ცეცხლის გამო" იქნა მიღებული.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ კახოვკის ჰესმა ელექტროენერგიის გამომუშავება შეწყვიტა. "ელექტროენერგია, რომელსაც ეს ჰესი გამოიმუშავებდა, ბალანსირების როლს ასრულებდა ენერგომომარაგების ერთან სისტემაში. ამდენად, მნიშვნელოვანი დატვირთვა მას სადღეისოდ არ აქვს, ანუ, ამ ელექტროენერგიის მაღალი საჭიროება არ დგას" - განაცხადა ამასთან დაკავშირებით რუსული ადინისტრაციის ხელმძღვანელმა ვლადიმირ სალდომ.

მანამდე კომპანია Maxar-ის თანამგზავრულმა ფოტოებმა კახოვკის ჰესის დამბის დაზიანება აჩვენა. კადრებზე ჩანს, რომ სამი ობიექტიდან წყალი ჟონავს.

ოკუპირებული ხერსონიდან რუსული ჯარის დნეპრის მარცხენა ნაპირზე გადაყვანის შესახებ 9 ნოემბერს გახდა ცნობილი. 11 ნოემბერს გათავისუფლებულ ხერსონში უკრაინული ჯარი შევიდა. 14 ნოემბერს ქალაქი უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოინახულა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S